„ეს ყველაფერი კრემლის მაქინაციებია. აბა, შეხედეთ საკუთარ თავს“ – პუტინი ისევ იმუქრება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ არსებობას იცავს და დარწმუნებულია, რომ საღი აზრი იზეიმებს.

„რუსეთი არ აპირებს გახდეს ახალი ჰეგემონი. უბრალოდ, იცავს საკუთარი არსებობისა და თავისუფალი განვითარების უფლებას. რუსეთი არ უპირისპირდება დასავლეთის ელიტას. არ ვაპირებთ გავხდეთ რაიმე ახალი ჰეგემონი. ყოველთვის მჯეროდა და მჯერა  საღი აზრის ძალის. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსაც და დასავლეთსაც მოუწევთ თანაბარი საუბრის დაწყება ჩვენთვის საერთო მომავალზე. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, რა თქმა უნდა“, – ასეთია პუტინის მორიგი გზავნილი.

მისი შეფასებით, დღევანდელი რეალობით, ალტერნატიული ზარი დივერსიად აღიქმება.

„ნებისმიერი ალტერნატიული თვალსაზრისი გამოცხადებულია დივერსიულად, პროპაგანდად და დემოკრატიის საფრთხედ. აი, რა გამოდის რუსეთიდან – ეს ყველაფერი კრემლის მაქინაციებია. აბა, შეხედეთ საკუთარ თავს. ჩვენ მართლა ასეთი ყოვლისშემძლეები ვართ?”, – აცხადებს პრეზიდენტი პუტინი.

„უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი შეიძლება იყოს რუსეთი“ – ვლადიმერ პუტინი

 

მსგავსი თემები