,,ოკუპანტები აგრძელებენ იმის კეთებას, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოსდით – მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა”- ზელენსკი

,,ოკუპანტები აგრძელებენ იმის კეთებას, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოსდით – მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რითაც, დღეს დილით უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებს გამოეხმაურა.

,,უკრაინა ოკუპანტების ცეცხლის ქვეშაა. ისინი აგრძელებენ იმის კეთებას, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოსდით – მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა. მიკოლაევში მტერმა S-300 რაკეტებით გაანადგურა საცხოვრებელი სახლი. ადამიანი გარდაიცვალა. თავდასხმა იყო ყვავილების ბაზრობაზეც, წაბლის პარკში. საინტერესოა რას ებრძოდნენ რუსი ტერორისტები ამ აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტებზე? ასეთი ქმედებებით ტერორისტული სახელმწიფო თავისთვის არაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ დაადასტურებს მის დამღუპველ და მკვლელ არსს, რისთვისაც ის აუცილებლად აგებს პასუხს,”- წერს ზელენსკი ,,ტელეგრამზე”.

ცნობისთვის, დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. საოკუპაციო ძალებმა კიევი, მიკოლაევი და  ხარკოვი დაბომბეს.

მსგავსი თემები