ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს – წაღებულია “ტვ პირველის” კამერა და ”მთავარი არხის” ლეპტოპი

ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი პირი ადგილობრივი თვითმართველობის შენობის ოთახში ფანჯრიდან 07:15 საათზე შევიდა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, წაღებულია „მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და “ტვ პირველის” კუთვნილი კამერა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები