ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობიდან ლოდები დაგორდა

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე,  მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია

,,მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).

თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით. მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები