,,მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე თავდასხმა, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დილით, კოევზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება და აღნიშნვს, რომ  მტერი ვერ შეძლებს უკრაინელების გატეხვას. მისი თქმით, ოკუპანტები მიიღებენ სამართლიან სასჯელს და უკრაინა გაიმარჯვებს.

,,მთელი ღამე და მთელი დილა მტერი ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას. კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავები და რაკეტები უტევს მთელ უკრაინას. კიევში საცხოვრებელი კორპუსები იყო დარტყმის ქვეშ.  მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე თავდასხმა, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას. ოკუპანტები მიიღებენ მხოლოდ სამართლიან სასჯელს და მომავალი თაობების დაგმობას. და ჩვენ გავიმარჯვებთ”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კიევი ირანული კამიკაძე დრონებით დაბომბეს. აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. შედეგად ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი თემები