,,მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს”- ჯოზეფ ბორელი

,,მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს,”– ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ  სხდომაში დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც მიიღებს მონაწილეობას.

„დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკრაინა იქნება, საიდანაც დღეს დილიდან ცუდ ამბებს ვიგებთ. დილით მძიმე თავდასხმა განხორციელდა კიევზე დრონების გამოყენებით. ჩვენ განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას და მივიღებთ ზოგიერთ ზომას. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეხება უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშს და საწვრთნელ მისიას. იმედი მაქვს, ყველა იქნება თანახმა. ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები გრძელდება და ეს იგრძნობა მთელ მსოფლიოში. რუსეთი სულ უფრო მეტად არის იზოლირებული, როგორც ეს დავინახეთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს. მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხითაც რუსეთი ამ ომს აგებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ბორელმა.

 

მსგავსი თემები