კალაძის გადადგომის მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქცია იმართება

ამ წუთებში დედაქალაქის მერიასთან კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, აქცია იმართება. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერს მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღოს 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები