უკრაინამ ერთ თვეში 600-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლა

უკრაინის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა გასულ თვეში რუსული ოკუპაციისგან  600-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. მათ შორისაა 75 მაღალ სტრატეგიულ ხერსონის რეგიონში.

მათივე ცნობით, დაახლოებით 502 დასახლება განთავისუფლდა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც უკრაინული ძალები გასულ თვეში წინ წავიდნენ. დონეცკის რეგიონში 43 დასახლებული პუნქტი განთავისუფლდა, ხოლო ლუგანსკის ოლქში შვიდი.

 

მსგავსი თემები