რუსმა სამხედროებმა სკოლა დაბომბეს, გარდაცვლილია 60 ადამიანზე მეტი

სოფელ ბელგოროვკაში, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობდა. რუსულმა ძალებმა სკოლა დაბომბეს, სადაც თავს აფარებდა მშვიდობიანი მოსახლეობა. არის მსხვერპლი.

ლუგანსკის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ სკოლის შენობაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი გაიდაი აცხადებს, სკოლის შენობაზე დარტყმა გუშინ საღამოს განახორციელა.

სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკოლის შენობის ნანგრევებიდან 30 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

მსგავსი თემები