,,სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ გამოიწვია 2008 წელს პუტინისთვის საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ” 2008 წელს რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება გამოიწვია.

მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში “ქართული ოცნება” პირველი ხელისუფლებაა, რომელსაც ომი არ ჰქონია.

,,სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ გამოიწვია 2008 წელს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება. ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა რბილად რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ მოუთმენლობა არ იყო პრობლემა, იყო  უმძიმესი ავანტიურა და წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა,  ნაცმოძრაობამ, ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%, სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში “ქართული ოცნება” პირველი ხელისუფლებაა, რომელსაც ომი არ ჰქონია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები