,,არასწორი დიაგნოზი გაქვთო, – მაჩვენონ სხვა დიაგნოზი, ჩვენ ეს თვალით არ გვინახავს”- ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

,,არასწორი დიაგნოზი გაქვთო, – მაჩვენონ სხვა დიაგნოზი, ჩვენ ეს თვალით არ გვინახავს. შეგვისწორეთ, თუ არასწორად ვმკურნალობთ,”- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკა  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენი უპირველესი ვალია, ვიდგეთ მისი [მიხეილ სააკაშვილი] და ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ვიდრე ეს პაციენტი არის ჩვენს დაწესებულებაში, ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ის დადგეს ფეხზე. არასწორი დიაგნოზი გაქვთო, – მაჩვენონ სხვა დიაგნოზი, ჩვენ ეს თვალით არ გვინახავს. შეგვისწორეთ, თუ არასწორად ვმკურნალობთ. ჩამოსული ექსპერტები, რომლებიც კლინიკაში შევიდნენ, ჩვენს ექიმებთან არასდროს შესულან არანაირ კომუნიკაციაში. მათ ჩანაწერი არასდროს გაუკეთებიათ. არასდროს უთქვამთ, რომ ეს კი არა, ის დიაგნოზია. არავინ არაფერს გვეუბნება. ახლა ბატონმა კობმა გამოგვიგზავნა რაღაც დამატებითი კვლევების ჩატარების რეკომენდაცია, მაგასაც გავაკეთებთ, არ არის პრობლემა. ადვოკატები რომ ამბობენ, არასწორად არის დასმული დიაგნოზიო, გვითხარით, სად არის არასწორი დიაგნოზი და თუ იცით, სად არის სწორი პასუხი, დროს წელავთ? პაციენტის ინტერესებში ეს არაფრით შედის“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში.

მსგავსი თემები