,,უკრაინამ აირჩია დიალოგის გზა, რუსეთმა ომი”- ემანუელ მაკრონი

,,უკრაინამ აირჩია დიალოგის გზა, თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთმა აირჩია ომი და კიდევ ერთხელ დაარღვია ფუნდამენტური ნორმები,”-  ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ყირიმის პლატფორმის“ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი, ევროკავშირი და უკრაინის სხვა მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინის თავდაცვას.

„ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენ ერთი წლის წინაც შევიკრიბეთ და დავგმეთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. უკრაინამ აირჩია დიალოგის გზა, თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთმა აირჩია ომი და კიდევ ერთხელ დაარღვია ფუნდამენტური ნორმები, დაიწყო ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საფრანგეთი, ევროკავშირი და უკრაინის სხვა მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინის თავდაცვას, რადგან ეს სამართლიანი ბრძოლაა თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობისთვის. ჩვენი შემართება არ შეცვლილა. ჩვენ მზად ვართ, ეს ძალისხმევა გრძელვადიანად გავაგრძელოთ“, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი თემები