,,აშშ-ს პოლიტიკაა, სანქციებზე წინასწარ არ ვისაუბროთ, ვიდრე არ გამოვაცხადებთ”- კელი დეგნანი

,,აშშ-ს პოლიტიკაა, სანქციებზე წინასწარ არ ვისაუბროთ, ვიდრე არ გამოვაცხადებთ,”- ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა  უკრაინის მხრიდან, ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას.

ელჩმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, სანქციები, ზოგადად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

,,სანქციების პროცესში ჩვენ ჩართული არ ვართ და ახლა ბევრს ვერაფერს გეტყვით. საბოლოო ჯამში, სანქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი, მათ შორის ძალიან ეფექტური, რომ გავლენა მოადინოს და შეცვალოს ადამიანების ქცევა. დასავლურმა სანქციებმა სერიოზული გავლენა უკვე მოახდინა რუსეთზე, შეზღუდვები, რომლებიც დააწესა მსოფლიომ, წარმატებით მუშაობს, თუმცა აშშ-ს პოლიტიკაა, სანქციებზე წინასწარ არ ვისაუბროთ, ვიდრე არ გამოვაცხადებთ.”

უკრაინა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს – (mcm.ge)

მსგავსი თემები