უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 97

10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 14 ადამიანი, 97 კი დაშავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.

„ფაქტობრივად, ეს მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მეორე ასეთი მასშტაბური იერიში იყო, კრიტიკული ენერგეტიკული თვალსაზრისით კი, ეს ალბათ ყველაზე მასშტაბური დაბომბვა იყო თანამედროვე ისტორიაში. ამას შეიძლება, ეწოდოს ენერგეტიკული ტერორიზმი. ჩემი აზრით, ეს იყო ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება, ვგულისხმობ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც რუსეთის ძალების მხრიდან გამუდმებით ცეცხლის ქვეშ იყო“, – განაცხადა მონასტირსკიმ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ათასზე მეტ დასახლებულ პუქნტს  ელექტროენრგია ამ დრომდე არ მიეწოდება

მსგავსი თემები