მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული

კიევის შემდეგ, აფეთქებების ხმა ისმის დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში. მედიის ცნობით, აღნიშნულ ქალაქებში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.

ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მიკოლაივის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, ოლქზე სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

 

მსგავსი თემები