,,რუსული  ფსევდორეფერენდუმისგან გათავისუფლდა 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს.

ზელენსკის თქმით, დადგება დღე, როდესაც დროებით  ოკუპირებული რეგიონების გათავისუფლების შესახებ აუწყებს მოსახლეობას.

„მხოლოდ პირველი ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის ოლქში რუსული  ფსევდორეფერენდუმისგან გათავისუფლდა 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი. არსებობს წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზეც. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ანგარიშს გაგაცნობთ ზაპოროჟიეს ოლქში წარმატების შესახებ და იმ რაიონებში, რომელთაც ჯერ ოკუპანტები აკონტროლებენ. დადგება დღე, როდესაც ყირიმის გათავისუფლებასაც გაუწყებთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები