პრეზიდენტი ბაიდენი მარიხუანას შენახვისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებს

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო, მარიხუანას შენახვისთვის გასამართლებული პირები შეიწყალოს.

„არსებობს ათასობით ადამიანი, ვინც წარსულში ნასამართლევია მარიხუანის შენახვისთვის. შედეგად კი, მათ შეიძლება, უარი ეთქვათ დასაქმებაზე, საცხოვრებელ სახლზე ან განათლებაზე. ჩემი გადაწყვეტილება შეარბილებს ამ ნასამართლეობის შედეგებს“, – აღნიშნულია  განცხადებაში.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, არავინ უნდა დარჩეს ციხეში მხოლოდ მარიხუანის შენახვისთვის.

მსგავსი თემები