რუსული მხარე უკრაინას მესამე მსოფლიო ომის წახალისებაში ადანაშაულებს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ალიანსთან დაკავშირებით რუსული მხარე პროვოცირებად მიიჩნევს. კერძოდ, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, ის, რაც ზელენსკიმ ისაუბრა, სხვა არაფერია, თუ არა მესამე მსოფლიო ომში ჩართვა.

„მსგავსი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება მორიგი მსოფლიო ომის დაწყებისკენ, არაპროგნოზირებადი ამაზრზენი შედეგებით“ , – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნატოს მიმართა რომ მათ უნდა აჩვენონ სიძლიერე, რომ რუსეთის არ ეშინიათ. საუბარია უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებაზე.

 

მსგავსი თემები