„პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის  პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით სახუმარო არ არის და სერიოზული რისკის შემცველია.

„პირველად, კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, გვაქვს პირდაპირი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ჩვენ არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ვდგავართ… პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი არმია, შეიძლება ითქვას, იმაზე საგრძნობლად ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც პუტინმა, ისე მედვედევმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება და რუსეთის ფედერაციას საფრთხე დაემუქრება, ატომური იარაღის გამოყენებაც შესაძლებელია.

მსგავსი თემები