,,რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება, რამდენადაც არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება მსოფლიოში,”- ამის შესახებ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ უკანონო რეფერენდუმთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან უნდა გარიცხონ.

„ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მუდმივი ნარატივი გახდა რუსი მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტებისგან. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება, რამდენადაც არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება მსოფლიოში, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხისგანაც კი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები