ნატო ალიანსის წევრებს მოუწოდებს, უკრაინისთვის იარაღის მარაგი შეავსონ

უკრაინის თემაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა  ალიანსის შესყიდვების მაღალჩინოსნებთან საგანგებო  სხდომა გამართა. მთავარი თემა უკრაინა, უკრაინაში მიმდინარე ომი და ქვეყნის იარაღით მომარაგება იყო.

ნატოს საიტზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იენს სტოლტენბერგმა სახელმწიფოებს მოუწოდა იზრუნონ იარაღის მარაგის ოპერატიულად შევსებაზე.

„ნატოს იარაღის მარაგის გაზრდა უზრუნველყოფს რომ ჩვენ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას. ჩვენ, როგორც ნატოს მოკავშირეებმა, უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა და მრეწველობებთან მუშაობა, რათა შევავსოთ ჩვენი საბრძოლო მარაგები და მივაწოდოთ უკრაინას მისთვის საჭირო დახმარება მანამდე, სანამ ეს უკრაინას სჭირდება”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები