„უგუნურმა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო შეუწყვეს ხელი ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას” – თორნიკე რიჟვაძე

გასულ კვირასთან შედარებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ამ დროისთვის 4000-ზე მეტი კოვიდპაციენტია რეგისტრირებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომდევნო დღეების სტატისტიკა მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული, ასევე, საარჩევნო კამპანიისას რეგულაციების დაცვას.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით კი, კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო მავნებლებს, ეკისრებათ.

„უგუნურმა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო შეუწყვეს ხელი ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას, მათ შორის, თავად იყვნენ ამ ინფექციის გამავრცელებლები. ამან გამოიწვია შემთხვევევების სწრაფი ზრდა. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალისთვის ადამიანს სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს, როგორც ეს იყო მათი ხელისუფლების დროს“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი თემები