სომხეთ-აზარბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია – სომხეთის თავდაცვის უწყება ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, არამ ტოროსიანის განცხადებით, 14 სექტემბრის ღამეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული იყო. მისივე ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ არტილერია, ნაღმტყორცნები და მსხვილი კალიბრის იარაღი კვლავ დაძაბული იყო.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 14 სექტემბრის ღამეს კვლავ დაძაბული იყო. კერძოდ, მოწინააღმდეგემ ჯერმუკის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. თუმცა სხვა რაიონებში მნიშვნელოვანი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, დღეს, 08:00 საათიდან მოწინააღმდეგემ გამოიყენა არტილერია, ნაღმტყორცნები და მსხვილი კალიბრის იარაღი, კერძოდ, ჯერმუკისა და ვერინ-შორჟას მიმართულებებით“, – განაცხადა არამ ტოროსიანმა.

 

 

მსგავსი თემები