ზაპოროჟიეს სადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა

პრეზიდენტი ზელენსკი, უკანასკნელ ვიდეომიმართვაში ისევ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგირზე არსებულ ურთულეს ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზეა.

„რუსეთის მიერ გახსნილი მორიგი პროვოკაციული ცეცხლის შედეგად დაზიანდა ენერგოგადამცემი ბოლო ხაზი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა.  რუსული პროვოკაციის გამო, ზაპოროჟიეს სადგური, ისევ რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ რუსეთმა ეს სწორედ ახლა გააკეთა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნების წინ, ბევრ რამეზე მეტყველებს“ – აცხადებს პრეზიდენტი მიმართვაში.

მისივე შეფასებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნა ნიშნავს, რომ ტერორისტ სახელმწიფოს არ აინტერესებს, რას იტყვის საერთაშორისო სააგენტო.

„არ ადარდებს, რას გადაწყვეტს საერთაშორისო თანამეგობრობა. რუსეთი დაინტერესებულია მხოლოდ იმაში, რომ სიტუაცია, რაც შეიძლება, დიდ ხანს იყოს ცუდი. ამის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ სანქციების გაძლიერებით, ყველა დონეზე რუსეთის ტერორის სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარებით“, – აღნიშნავს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები