,,მთავრდება დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა არასოდეს დასრულდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მთავრდება ჩვენი მთავარი დღე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა არ მთავრდება და არასოდეს დასრულდება,”– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ მიმართვაში მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველ დღე  გაძლიერდება.

„უკრაინა – სამუდამოდ! და ყოველ დღე მხოლოდ გაძლიერდება და ეს აბსოლუტურად ყველას ესმის მსოფლიოში – გაერო-ს უშიშროების საბჭოდან დაწყებული ყველა დედაქალაქით, გამონაკლისის გარეშე. ამიტომ, ჩვენ არ ვუხვევთ ჩვენს გზას, ვიბრძვით. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარს გვიჭერს. ვზრუნავთ ჩვენს სახელმწიფოზე, ვინარჩუნებთ ერთიანობას – იგივე ერთიანობას, როგორც დღეს, როგორც ყოველ დღე ამ ექვსი თვის განმავლობაში. ვერც ერთი მტერი ვერ დაგვამარცხებს. არ არსებობს ისეთი ბომბები, რომლებსაც შეუძლიათ, წაშალონ თავისუფლება და არასდროს იარსებებს ისეთი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ, გატეხონ იმ ხალხის ნება, რომელსაც საკუთარი თავის სჯერა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები