რუსეთი უკრაინაში დატყვევებულებს სამხედრო ტრიბუნალს უმზადებს

რუსეთი უკრაინაში აყვანილი ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებს. ისინი სამხედრო წესით უნდა გასამართლდნენ, რადგანაც ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული – ასეთია ოკუპანტი ქვეყნის ვერდიქტი.

აშშ და თითქმის მთელი მსოფლიო გმობს რუსეთის აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ტყვეებს გათავისუფლებას ითხოვს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც რუსმა სამხედროებმა უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში დაატყვევეს.

„რუსეთის მიერ დაგეგმილი საჩვენებელი პროცესი უკანონოა და მართლმსაჯულების დაცინვაა. ჩვენ ვგმობთ მსგავს გადაწყვეტილებას… უპასუხისმგებლობას აგრესიულ ომზე და ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში რუსეთის ჯარების მიერ თებერვლის შემოჭრის შემდეგ ჩადენილი სისასტიკისგან“, –  აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი.

 

მსგავსი თემები