,,ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით 8 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას ამზადებს”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი მაკროფინანსური დახმარებისთვის, 8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს ამზადებს.  ბორელის თქმით, ევროკავშირი აცნობიერებს, როგორი მნიშვნელობა გააჩნია უკრაინის ბრძოლას ევროპული უსაფრთხოებისთვის.

„ევროკავშირი თავიდანვე იდგა უკრაინელების მხარეს ომის დაწყებისას და აცნობიერებდა, რომ ფსონი დადებულია ჩვენ საერთო უსაფრთხოებაზე.

ჩვენ მივიღეთ მეტ-ნაკლებად არსებითი სანქციების ექვსი პაკეტი მთელი ამ დროის განმავლობაში. პირველად ჩვენ დავაფინანსეთ შეტევის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, რათა მიგვენიჭებინა უკრაინისთვის შესაძლებლობა წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ ვუწევთ ჰუმანიტარულ და მაკროფინანსურ დახმარებას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის სახელმწიფოს ქმედუნარიანობას. ამჟამად, სულ 9.5 მილიარდი ევროს მობილიზება მოახერხა „ევროპის გუნდმა“.

მზადდება დამატებით 8 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება“ , – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები