რუსეთი, ოკუპირებული ტერიტორიების მისაერთებლად რეფერენდუმისთვის ემზადება

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი რეფერენდუმისთვის ემზადება. თეთრი სახლის ინფორმაციით, რეფერენდუმი უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონების რუსეთთან მიერთებას უკავშირდება.

„რუსეთის ხელისუფლებამ დავალება გასცა,  დაიწყონ ფიქტიური რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადება. ფაქტობრივად, ჩვენ შესაძლოა, პირველი ან რამდენიმე რეფერენდუმის შესახებ განცხადება უკვე კვირის ბოლომდე ვიხილოთ“, – აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი ჯონ კირბი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს სრულად აქვს ოკუპირებული უკრაინის ლუგანსკის ოლქი, დონეცკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქების დიდი ნაწილი.

 

მსგავსი თემები