უკრაინაში რუსეთის მორიგ თავდასხმას 22 მსხვერპლი ჰყავს

რუსი სამხედროების თავდასხმას, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე განხორციელდა, 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულთა შორისაა 11 წლის მოზარდიც. როგოც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, ტერიტორიაზე სამაშველო ღონისძიებების გრძელდება.

ჩაპლინო დღეს ჩვენი ტკივილია, ამ დროისთვის 22 დაღუპულია, მათგან ხუთი ადამიანი ავტომობილში დაიწვა, დაიღუპა მოზარდი , ის 11 წლის იყო, რუსულმა რაკეტამ მისი სახლი დაანგრია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები