ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 39 700 სამხედრო დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 39 700 ჯარისკაცი დაკარგა.

საოკუპაციო ძალების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 39 700; ტანკი – 1 730; ჯავშანტექნიკა – 3 950; საარტილერიო სისტემა – 876; სარაკეტო სისტემა – 257; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 116; თვითმფრინავები – 222; ვერტმფრენი – 188; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 719; საკრუიზო რაკეტები – 174; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 832; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 73.

მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 25 ივლისამდე პერიოდს.

მსგავსი თემები