ისრაელში 5-დან 11 წლამდე ბავშვების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

  •  

ისრაელში 5-დან 11 წლამდე ბავშვების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, დიდი წილი სწორედ ბავშვებზე მოდის.

ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი შვილის, ცხრა წლის დეივიდის აცრის პროცესს დაესწრო.

„ვაქცინა იცავს როგორც ჩვენს შვილებს, ასევე მშობლებს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ისრაელში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილია 8 100 ინფიცირებული.

მსგავსი თემები