პროკურორმა გოგაშვილის სხდომის დახურვა მოითხოვა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში  მიმდინარეობს. გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ, 17 ივლისს წარედგინა.

საქმის პროკურორმა, მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და სხდომის დახურვა მოითხოვა. პროკურორის განცხადებით, სასამართლო სხდომის სრული დახურვის მიზეზი, საქმის მასალებში არსებული პერსონალური მონაცემების და გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციის არსებობაა.

ცნობითვის,გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს პირადი მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

მსგავსი თემები