სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები სასამართლოში იმყოფებიან, ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში  მსჯელობს. გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ, 17 ივლისს წარედგინა.

გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს პირადი მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

სოსო გოგაშვილის შვილის განცხადებით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დიდი ხანია ებრძვის რუსული მმართველობის სქემას და მისი ლიკვიდირებაც სურდათ გარკვეულ პირებს.

ამასთან, გოგაშვილის მეუღლე, თეა დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახი მუქრის წერილებს იღებს, მისივე თქმით, სახლსა და ავტომობილებში მოსასმენი აპარატურებია დამონტაჟებული. მისივე თქმით, ხელისუფლება მისგანაც “მიიღებს საჩუქარს”.

მსგავსი თემები