„გადატანილი ინფექცია ალიბი არ არის, ის უკვე აღარ გვიცავს“ –  ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავართან“

„თუ არ გვინდა, კოვიდთან განმეორებითი შეხვედრები გვქონდეს,  ვატაროთ პირბადე“ – აცხადებს ექიმი, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მედიაცენტრ მთავართან“ და ამ ეტაპზე გამორიცხავს, შემთხვევების მატების პარალელურად, ქვეყნებმა შემზღუდველი ზომები დააწესონ.

„რომ ვთქვათ, რომ რომელიმე ქვეყანა დღეს  აწესებს შეზღუდვებს და სადმე მსგავსი პრეცენდენტია, საბედნიეროდ, მსგავსი პრეცენდენტი არ გვაქვს. მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვაქცინა. გვაქვს პრეჰოსპიტალური, დამძიმების რისკის მქონე ადამიანებისთვის „პაქსლოვიდი“, ჰოსპიტალში მოხვედრისას გვაქვს „რემდესივირი“. მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანასაც, საბედნიეროდ, დღეს აქვს ცოდნა შესაბამისი მოქმედებების – ინფიცირებული პაციენტის მართვის. ამიტომ, ახლა, აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენ ჩავკეტოთ საზოგადოება და ამით მსუბუქ დაავადებას ხელი შევუშალოთ, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში დგას. ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და თუ ჩვენ არ გვინდა, რომ კოვიდთან განმეორებითი შეხვედრები გვქონდეს, დახურულ სივრცეში ვატაროთ პირბადე. გადატანილი ინფექცია ალიბი არ არის, ის უკვე აღარ გვიცავს“ – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმამედიაცენტრ მთავართან“.       

მსგავსი თემები