,,საქართველოში აქტივისტებმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ახლობლის ქორწილი ჩაშალეს” – “დოიჩე ველე”

,,საქართველოში აქტივისტებმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ახლობლის ქორწილი ჩაშალეს” – ამ სათაურით სტატიას “დოიჩე ველე” აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ   საქართველოში აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს კახეთში, სასტუმროს წინ, მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ ქორწილი იმართებოდა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილი, ეკატერინა ვინოკუროვა ესწრებოდა.

გერმანული გამოცემა კახეთში ყვარლის სასტუმროსთან განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს.

,,20 მაისს დილით სასტუმროს წინ აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. მედიის ცნობით, მათ სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხების სროლა დაიწყეს და ყვირილით: „საქართველოში რუსების ადგილი არაა“. პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა,”- ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი თემები