პრეზიდენტი ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ ჰაუბიცების მარაგი შეავსო  

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინამ  პოლონეთიდან ჰაუბიცების „Krab“ ახალი ნაკადი მიიღო. მისი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კიევში შედგა და მასში პოლონეთის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი მონაწილეობდნენ.

„ჩვენ Krab-ები ჩამოგვიტანეს. ისინი ძლიერად დააპურებენ ჩვენს მტერს ცეცხლით. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის არ არის, რაზეც ვისაუბრეთ, არამედ ის, როგორ ვისაუბრეთ. აბსოლუტური რწმენით უკრაინის მომავალთან დაკავშირებით, უკრაინის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს ჩემი ყველა დანარჩენი მოლაპარაკებები. ეს ყოველთვის იგრძნობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები