ბორის ჯონსონის სავარძლის დასაკავებლად 8 კანდიდატი იბრძოლებს

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოზიციის დაკავება 8 ადამიანს სურს. კანდიდატები ოფიციალურად უკვე წარდგენილია. მათ შორის არის პროკურორი, ყოფილი მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი და სხვა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კანდიდატები წარადგინეს: ინგლისის სოციალური განვითარების ყოფილმა მინისტრმა კემი ბადენოხმა; გენერალურმა პროკურორმა სუელა ბრევერმანმა; პარლამენტის წევრმა ჯერემი ჰანთმა; სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პენი მორდონტმა; ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა; საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა; პარლამენტის წევრმა და საგარეო საქმეთა სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარემ ტომ ტუგენდჰათმა და ფინანსთა მინისტრმა ნადჰიმ ზაჰავიმ.

კენჭისყრა ხვალ გაიმართება. ვინც პირველ ეტაპზე კონსერვატორი დეპუტატების 30 ხმაზე ნაკლებს მიიღებს, გამოირიცხება. 30 ხმას თუ ყველა კანდიდატი მოაგროვებს, გამოირიცხება ის, ვისაც ყველაზე ნაკლები ხმა ექნება. კენჭისყრა მანამ გაგრძელდება, სანამ ორი კანდიდატი არ დარჩება.

 

მსგავსი თემები