აშშ დარწმუნებულია, რომ ამერიკული იარაღი უკრაინის გარეთ არ მოხვდება

ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკული წარმოშობის იარაღთან დაკავშირებით, რომელიც მათ უკრაინას მიაწოდეს, მკაცრ კონტროლს ითხოვს. როგორც „თეთრ სახლში“ აცხადებენ, დარწმუნებულები არიან, რომ იარაღის მკაცრი აღრიცხვა მოხდება.

„დარწმუნებული ვართ და ეს  უკრაინის მთავრობის ვალდებულებაშიც შედის, რომ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოშობის თავდაცვითი აღჭურვილობა. შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული უკრაინის მთავრობასთან, რათა უზრუნველვყოთ მიწოდებულ თავდაცვით აღჭურვილობასთან დაკავშირებული აღრიცხვიანობა“,- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე  ბონი დენი.

ამერიკელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს ამერიკული იარაღის უკანონო გავრცელება.

„ჩვენ ვიცავთ ამერიკული წარმოშობის თავდაცვის ტექნოლოგიებს და თავიდან უნდა ავიცილოთ მათი უკანონო გავრცელება. აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რათა უზრუნველვყოთ დახმარების აღრიცხვიანობა, თუნდაც იმ რთული კონფლიქტის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. არსებობს იარაღის უკანონო გავრცელების შესაძლებლობა, ასევე ბრძოლის ველზე დანაკარგის რისკი. უკრაინაში კი საკმაოდ რთულ პირობებია“ – აღნიშნავს ჯენკინსი.

მსგავსი თემები