„იქნება ბრძოლა, იქნება საარტილერიო დაბომბვა“ – მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

უკრაინა ისევ განგაშს აცხადებს და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს და ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ევაკუაცია აუცილებელია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევის დროს საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას.  ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სარაკეტო დარტყმები გრძელდება. ბოლო შეტევას კი 15 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები