უკრაინა მეტი ამერიკული იარაღის სასწრაფოდ მიწოდებას ითხოვს

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მათ თანამედროვე, ამერიკული იარაღის გამოყენების „გამოცდა“ წარმატებით ჩააბარეს და უფრო მეტი ამერიკულ იარაღის მიწოდებას ითხოვენ. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, იარაღის მიწოდება სასწრაფოდ უნდა მოხდეს.

„უკრაინამ ამერიკული მოწინავე იარაღის გამოყენებაზე „გამოცდა“ ჩააბარა. საუბარია „ჰიმარსის“ სისტემაზე. უკრაინას  შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება სჭირდება. „იზიუმის“ შემთხვევაში, ჩვენ ზუსტად დავარტყით რუსეთის საჰაერო ოპერაციების სამეთაურო ცენტრს. ეს დაინახეს ჩვენმა პარტნიორებმა და თქვეს, რომ ჩავაბარეთ „გამოცდა“. რუსები იყენებენ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, რომელსაც შეუძლია 120 კილომეტრის დარტყმა. ჩვენ გვჭირდება უფრო შორ მანძილზე მოქმედი – 150 კილომეტრზე მოქმედი იარაღი და ეს უნდა მოხდეს სასწრაფოს“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი.

 

მსგავსი თემები