„ყველა რუსი მკვლელისთვის სასჯელი გარდაუვალია“ – პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან უკრაინელების ხოცვაზე კიდევ ერთ ვიდეომიმართვაში საუბრობს და აცხადებს, რომ მკვლელებს სასჯელი არ ასცდებათ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივიარზე მიტანილ სარაკეტო იერიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა. მათ შემსრულებლებს კი განზრახ მკვლელები უწოდა.

„მსგავსი დარტყმების შემდეგ ისინი ვერ იტყვიან, რომ რაღაც არ იცოდნენ ან რაღაც ვერ გაიგეს. ყველა რუსი მკვლელისთვის სასჯელი გარდაუვალია, აბსოლუტურად ყველასთვის, ისე როგორც ნაცისტებს. არ უნდა ელოდებოდნენ, რომ მათ მათი სახელმწიფო დაიცავს. რუსეთი პირველი იქნება, ვინც მათ მიატოვებს, როცა პოლიტიკური გარემოებები შეიცვლება”,- აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსული ძალების სარაკეტო იერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები