რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტში 4 ივლისს ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

“რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 4 ივლისს რუსებმა დონბასში – ბახმუტში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. კიდევ 4 ადამიანი დაშავდა”, – განაცხადა კირილენკომ.

კირილენკოს ცნობით, დაშავებულია 4 ადამიანი და საომარი მოქმედებების გამო, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.

მსგავსი თემები