,,პუტინი თუ არ გავაჩერეთ უკრაინაში, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს”- ბორის ჯონსონი

,,ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ თუ პუტინს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს რევანშისტული თავდასხმებისთვის,”- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის თქმით, დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, იერიში მიიტანონ და დაანაწევრონ  მათი მეზობლები.

„ჩვენი პრიორიტეტი არის გაერთიანება მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება მის გაბედულ ბრძოლაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ თუ პუტინს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს რევანშისტული თავდასხმებისთვის. ჩვენ არ ვიცავთ რაიმე აბსტრაქტულ იდეალებს, არამედ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, დაანაწევრონ მათი მეზობლები და თუ ეს ოდესმე იქნება დაშვებული, მაშინ არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ“, – განაცხადა ჯონსონმა.

მსგავსი თემები