,,ჩვენ უნდა გავტეხოთ მტერი – ეს ეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს მომავალს, მთელი უკრაინელი ხალხის ბედს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ძალები აგრძელებენ სუმის ოლქის, ქალაქ ხარკოვის და ოლქის სასაზღვრო ტერიტორიების განადგურებას. ზელენსკის თქმით, ახლა მთავარი ამოცანა მტრის გატეხვაა, რაც დიდ დროს და ძალას მოითხოვს.

,,მტერი აგრძელებს სუმის ოლქის, ქალაქ ხარკოვის და ოლქის სასაზღვრო ტერიტორიების ტერორს. უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხობენ, ახდენენ ზეწოლას და დღითიდღე ანადგურებენ ოკუპანტების შემტევ პოტენციალს. ჩვენ უნდა გავტეხოთ ისინი. ეს რთული ამოცანაა, ამას დრო და ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს – ეს ეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს მომავალს, მთელი უკრაინელი ხალხის ბედს”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები