გვალვის გამო იტალიის ხუთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა იტალიის ხუთ რეგიონში, ესენია – ემილია რომანაში, ფრიული ვენეცია ჯულიაში, ლომბარდიაში, პიემონტსა და ვენეტოში.

არსებული ინფორმაციით, მდინარე პო ველის ტერიტორიაზე, სადაც იტალიაში წარმოებული საკვები პროდუქტების 40 პროცენტი მოდის, ნალექი უკვე ოთხი თვეა, არ მოსულა.

გვალვავ მდინარეებსა და წყალსაცავებში წყლის დონის შემცირება გამოიწვია, რამაც ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობაც შეამცირა.

მსგავსი თემები