,,უკრაინაში თითქმის 16 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება”- ოსნატ ლუბრანი

უკრაინაში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, ოსნატ ლუბრანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარება თითქმის 16 მლნ უკრაინელს სჭირდება.

,,დღეს უკრაინაში თითქმის 16 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება: წყალი, საკვები და ჯანდაცვის სერვისები”- განაცხადა ოსნატ ლუბრანმა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, მინიმუმ 6 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია, ხოლო 5,3 მილიონი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ლტოლვილადაა ქცეული.

მსგავსი თემები