,,მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, ნატო-ს გაფართოება”- იენს სტოლტენბერგი

,,მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, NATO-ს გაფართოება”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი.

,,ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და ყველა თანხმდება, რომ ალიანსის წევრების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის არის სწორი დრო. მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, NATO-ს გაფართოება. ასევე, ვაცნობიერებთ, რომ ყველაზე სასწრაფო ამოცანა ახლა არის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ამის შემდეგ, როცა ევროპაში გვეყოლება დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა, შეიძლება, ამ საკითხზე მსჯელობა და ეს მოხდება როცა ომი დასრულდება”,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები