უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად  324 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად  324 ბავშვი დაიღუპა,  592-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 307, ხარკოვის ოლქში – 175, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17.

აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები