„განა არ არის დრო, რომ ყველამ, ვინც ცდილობს გადალახოს პოლიტიკური დაპირისპირება, გააერთიანოს ძალები?”- მაიკლ გალერი

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი თბილისში 20 ივნისს გამართულ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, მაშინ როდესაც ქართველი ახალგაზრდობა ევროპული მომავლის იმედით ქუჩაშია გამოსული, პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ.

„ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა, ქვეყნის იმედი ქუჩაშია იმისთვის, რომ ევროპული მომავალი მოითხოვოს, განა არ არის დრო, რომ ყველამ, ვინც ცდილობს გადალახოს პოლიტიკური დაპირისპირება, გააერთიანოს ძალები ყველა ბანაკიდან ახალი შეთანხმების მოთხოვნით?“- წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

მსგავსი თემები