,,მსოფლიოს სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის თქმით, ის ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და ჯო ბაიდენს, საუბრის მთავარი თემა კი, თავდაცვითი მხარდაჭერის გაძლიერება იყო.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ჩვენი თავდაცვის  გაძლიერების ახალი მილიარდდოლარიანი პაკეტის შესახებ. ეს არის სანაპირო თავდაცვა, არტილერია, თანამედროვე სარაკეტო სისტემები. ველით“, – აღნიშნავსზელენსკი.

ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ.

„ყველა საერთაშორისო კონტაქტისას მესმის აღფრთოვანება ჩვენი დამცველების ქმედებებით. მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ. ამ ომის 112 დღის განმავლობაში, უკრაინულმა არმიამ დაამტკიცა, რომ ბრძოლის ველზე სიმამაცე და სიბრძნე, ტაქტიკურად უნართან ერთად აჯობოს მტერს, მნიშვნელოვან შედეგს იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის რაოდენობით“, – განცახადა  უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები